საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ძირითადად კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს. ე.წ. ინდური შტამი ხუთ ადამიანს გუშინ დაუდასტურდა, მათგან ორი საქართველოს მოქალაქეა, სამი კი უცხო ქვეყნების.
რიონის ხეობის შესასვლელთან, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების შემდეგ რვა პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული, თუმცა, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ,…
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და სოფელ გუმათში, პოლიციის ბლოკპოსტთან და რკინის ჯებირებთან შეკრებილ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, „დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე“.
რიონის ხეობის შესასვლელთან, სოფელ გუმათში, სადაც პოლიციას რკინის ჯებირები აქვს აღმართული და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ხეობაში არ უშვებს, დაძაბული ვითარება იყო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები გამოავლინა.
პროკურატურამ გორში დაკავებულ მამაკაცს ბრალი არასრულწლოვნის რამდენჯერმე გაუპატიურებისთვის წაუყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მარიტა მუსელიანის განცხადებით, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი არ არის „არა ჰესებს“ კამპანია. მისი თქმით, ენერგოდამოუკიდებლობას მიესალმებიან და ითხოვენ განისაზღვროს, ნამახვანჰესი ამას ემსახურება თუ არა.
თერჯოლის რაიონში მცხოვრები ფრიდონ აბჟანდაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ბავშვის თანდასწრებით მეუღლის სისტემატურ შეურაცხყოფაში. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ კოროხნალის მაღაროსთან მოშიმშილე ორი ადამიანის – გიორგი ნეფარიძისა და სერგო მოდებაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც გუშინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ უკვე 17 დღეა, პირი აქვთ ამოკერილი და…
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, დაზიანებულია…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11