საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვა მიმდინარეობს.
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აპირებენ, ინვესტორი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანები და მძიმე ტექნიკა არ გაატარონ სოფელ ნამოხვანისკენ, სადაც ჰესის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს, 12 საათზე თიბისი ბიზნესის ფეისბუქ გვერდზე მორიგი ვიდეოსერიის ჩვენება გაიმართება. ბიზნეს საუბარი, ამჯერად, ქუთაისში მიმდინარეობს და ადგილობრივ ბიზნესებს წარმოადგენს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 31 982 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ 1409, ხოლო გუშინწინ 1788 შემთხვევა იყო.
რუსული ფარმაცევტული კომპანია R-Pharm-ი შვედურ-ბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს ლიცენზიით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ პარტიას ივნისში გამოუშვებს. ამის შესაახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა RBC ავრცელებს.
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) კომენტარი გააკეთა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების შესვლისთვის ხელის შეშლაზე. მისი თქმით, გარკვეულწილად ეთანხმება სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონს, რომ „ომბუდსმენის ბავშვებთან შეშვება არ…
აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისთან ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. ავტოსგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის დაწყების პირველ კვირებში ძალიან ძლიერი იყო ანტივაქსერების გავლენა, რამაც აცრაზე ძალიან დაბალი მიმართვიანობა გამოიწვია.
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ ხელმძღვანელობამ პროექტის შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანიის დაწყება დააანონსა. მათი განცხადებით, პროექტის შესახებ ძალიან ბევრი მითი გავრცელდა.
ბათუმი-სარფის საავტომობილო გზაზე კლდიდან ლოდები ჩამოცვივდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11