weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

საზოგადოება

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზმარეთთან, ერთ-ერთ ფერმაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ბათუმელი მწყემსი, 38 წლის მამაკაცი დაიღუპა. მას ჭრილობები დანით მიაყენეს.

თიბისის მხარდაჭერით, TIDA-ს (Tblisi International Data Analytics) ფარგლებში, მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ სესიების სერია გრძელდება.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმი“ გაიკეთა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 23 მაისის მასშტაბური აქციის ჩასატარებლად ემზადება, რისთვისაც რეგიონებში შეხვედრებს მართავს. პროტესტის ლიდერები მოქალაქეებს დღეს ფოთსა და ქობულეთში შეხვდებიან და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

მაშველებმა, რამდენიმეკვირიანი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში გაუჩინარებული 26 წლის ნიკოლოზ ანთიძის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცხედარი ოჯახის წევრის მიერ იდენტიფიცირებულია.

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 76 წელი გავიდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, მერის მოადგილეებმა თეიმურაზ ზავრაშვილმა, სიმონ ქოჩორაშვილმა და ვეტერანების საქმეთა კახეთის სამმართველოს უფროსმა თამაზ კალატოზიშვილმა, უცნობი ჯარისკაცის…

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ფაშიზმზე გამარჯვების 76 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანები, ფულადი, სოციალური დახმარების სახით, ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თითქმის ერთი თვის შემდეგ, პირველად შეძლეს სოფელ ნამოხვანში შევლა, სადაც ინვესტორი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ სამშენებლო სამუშაოებს აგრძელებს.

ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“ საქართველოს ჩინური წარმოების ვაქცინის - „სინოფარმის“ 100 000 დოზას გადმოსცემს. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ვაქცინის გადმოცემასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ბესიკ თორდუას. პროკურატურის მტკიცებით, მან ყაზახეთის მოქალაქე, 26 წლის ასელ აიტპაევა გააუპატიურა, რის შემდეგაც მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ქალი მერვე სართულიდან გადახტა და დაიღუპა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]