weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

საზოგადოება

პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მსჯავრდებულების ვაქცინაცია დაიწყო. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, პირველ ეტაპზე აცრები N14 (გეგუთი), N8 (გლდანი) და N5 (ქალთა) დაწესებულებებში ჩატარდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ გუშინ დმანისში განვითარებული მოვლენები წახალისებული იყო იმ გარე ძალების მიერ, რომლებსაც აწყობდათ, ინციდენტი ეთნიკურ კონფლიქტში გადაეზარდათ. როგორც…

Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის საკონკურსო ნაწილს იწყებს. დაინტერესებულმა მონაწილეებმა სოციალური ბიზნესიდეები, პროექტის სახით, ონლაინ პლატფორმაზე უნდა წარადგინონ: https://apply.socialimpactaward.net/georgia/. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4 ივნისი.

სასამართლომ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის მოთხოვნა და ტელეკომპანიის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო. ამის შესახებ ინფორმაციას იურისტი კახა კოჟორიძე ავრცელებს, რომელიც სასამართლოში აქიმიძისა და დვალის…

ბორჯომში, მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნების თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, ქარხნებში სამუშაო პროცესი პარალიზებულია.

ბოლო 24 საათში საქართველოში, კორონავირუსზე ჩატარებული 29 685 ტესტის შედეგად, ინფიცირების 1562 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1490 ინფიცირებული, ხოლო 30 – გარდაიცვალა.

თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლისგან თავის დაღწევის მიზნით მეექვსე სართულიდან ქალი გადმოხტა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაპირისპირებული მხარეების შერგების შემდეგ განაცხადა, რომ დმანისში დამატებითი საპოლიციო ძალები დარჩებიან და ვითარებას გააკონტროლებენ. მინისტრის თქმით, ინციდენტი დღეს ამოწურულია.

დმანისში ადგილობრივ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ მოქალაქეებს შორის გუშინ დაწყებული კონფლიქტი შერიგებით დასრულდა. დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებმა შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩამოართვეს, სადაც მათი, ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და სასულიერო…

დმანისის შესასვლელში, სადაც გზა სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი, ვითარება პერიოდულად იძაბება. ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფმა პოლიციის თვალწინ სცემა მოქალაქეს, რომელიც მათგან გარბოდა. პოლიციის სამი თანამშრომელი მოძალადეების შეჩერებას უშედეგოდ ცდილობდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]