weather cur horoscope tv
ნოემბერი 28, 2024

საზოგადოება

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი მხარდამჭერებს ხვალიდან სოფელ გუმათში შეკრებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ახლა ბრძოლის ხაზი სწორედ იქ გადის.

„ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი: მოგვცენ უფლება, ნამოხვანში გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი. გვაქვს ალტერნატიული მიწის ნაკვეთი, სადაც შეგვეძლება პოლიციასთან შეთანხმებით, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით აღვმართოთ კარვები, მოვაწყოთ ინფრასტრუქტურა უსაფრთხოდ, როგორც ეს გვქონდა…

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი რიონის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ კარვების დაშლის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას დამატებით შეისწავლის.

ყვარელის მუნიციპალიტეტში დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ყვარლი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი - „ოპელის“ მარკის მანქანა ამოტრიალდა. 

პოლიციის მიერ სოფელ ნამოხვანში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარვების დაშლის შემდეგ, რიონის ხეობის მოსახლეობის მხარდასაჭერად და მოთხოვნით - „შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია“, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება.

გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდება და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ჰიდროლოგიური მდგომარეობის გაუარესება.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებლის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, სამართალდამცველებმა სოფელ ნამოხვანში, ჰესის მოწინააღმდეგეთა კარვების დაშლის დროს არყისა და ლუდის ბოთლები მიიტანეს, იმის წარმოსაჩენად, თითქოს კარვების ტერიტორიაზე ალკოჰოლს იღებდნენ და მდინარე…

სამართალდამცველები რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მიერ გაშლილ კარავებს შლიან. პარალელურად, პოლიცია ნამოხვანში არ უშვებს საპროტესტო მოძრაობის ლიდერებს, მათ შორის, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებლებს, ვარლამ გოლეთიანს, მარიტა მუსელიანს…

ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში, სამუშაო პროცესის დროს, ორი მუშა დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მათ დაზიანებები ჯართით დატვირთული ავტომანქანის საბურავის გასკდომის შედეგად მიიღეს.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 24 823 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეს COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა გუშინდელზე 201-ით მეტია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]