საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ბერლინის კედლის ფრაგმენტზე, რომელიც ევროპის მოედანზე, 2017 წელს, ქართულ-გერმანული მეგობრობის ნიშნად განთავსდა, პულივიზატორიანი საღებავით წარწერა „ღმერთი სიყვარულია“ გააკეთა.
„ფორმულას“ გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ ტელეკომპანიის თანამშრომლებზე თავდასხმის ორ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, თავდასხმის ერთი შემთხვევა კომენდანტის საათის დროს, დილის 3 საათზე მოხდა.
მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქციისთვის მზადება მიმდინარეობს. გოლეთიანის თქმით, მხოლოდ ხალხმრავალ აქციას შეუძლია პრობლემა გადაწყვიტოს და ხელისუფლებას აზრი შეაცვლევინოს.
ტელეკომპანია „ფორმულა“ აცხადებს, რომ მათ თანამშრომლებს თავს დაესხდნენ - ერთს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი ავტომობილი დაუმტვრიეს. ტელეარხის ცნობით, დაზარალებულები მომხდარს კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირებენ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მივიდა და პატივი მიაგო 32 წლის წინ მოქალაქეების მიერ გაწეულ მსხვერპლს უფრო თავისუფალი და წარმატებული მომავლისთვის.
საქართველოს მოქალაქეები ისრაელში 1 წლით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დადებული შეთანხმება დასაქმებას ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე ითვალისწინებს. სამუშაოს ხანგრძლივობა კვირაში 6 დღეა, 42 საათიანი გრაფიკით.…
32 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევიდან. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში, გვიან ღამით, ერთ-ერთი ადგილობრივის სახლს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა უთხრა, სახლში ის მამაკაცი ცხოვრობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ნათესავი ძმების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭევში ბოლო ორ დღეში მეორე მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტის მონაცემებით, 3.2 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა დღეს, 9 აპრილს, თბილისის დროით 01:49 საათზე დაფიქსირდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11