weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

საზოგადოება

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ჩატარებული 31 645 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ 1030 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 1085.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები, ქალაქ ქუთაისში რადიოაქტიური მასალის გასაღებას 300 000 ევროს სანაცვლოდ გეგმავდნენ, რა დროსაც…

„დღეს გვქონდა პირველი პრეცედენტი იმისა, რომ დაიშვა შესაძლებლობა და მოიხსნა ის აპრიორი მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება. მე ასეთი რამ პირველად გავიგონე. რამდენჯერმე გაიმეორეს, თორემ ერთი ნათქვამით შეიძლება არ…

„ყველაზე უფრო კარგი ის არის, რომ გადავდივართ, ვფიქრობ, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში, რადგან არსებობს დათმობითი სულისკვეთება, რომელიც იგრძნობოდა მათი მხრიდან“, – განაცხადა მოძრაობა „რიონის ხების გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მას შემდეგ,…

ქუთაისში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. მოძრაობიდან „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ შეხვედრაზე ვარლამ გოლეთიანი, მირზა ნოზაძე, მარტა მუსელიანი და მაკა სულაძე შევიდნენ. ისინი ადმინისტრაციის გარეთ…

პოლიციამ ხორავას ქუჩაზე 16 წლის დავით სარალიძის ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი – დეკანოზ შიო მენაბდის შვილი, გიორგი მენაბდე დააკავა.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, კორონავირუსის მესამე ტალღა თავიდან აიცილოს.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა სოფელ გუმათში მიმდინარე აქციაზე შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კონფლიქტი შესაძლოა მოხდეს ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის, რომლებიც აქციაზე მიდიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გუშინ გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, დავით კაპანაძე აცხადებს, რომ პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კაპანაძის მტკიცებით, პოლიციის ავტომობილში ჩასმის შემდეგ, სახეში, კერძოდ, თვალის მიდამოში ხელბორკილი ჩაარტყეს.

მიტანის სერვისების - „გლოვოს“, „ბოლტისა“, „ვოლტის“ კურიერები რიონის ხეობის მცველების სოლიდარობის ნიშნაად, თბილისში, ფილარმონიის წინ შეიკრიბნენ. მათ თან აქვთ ბანერი წარწერით „საქართველოს მიწა არ იყიდება“, საპროტესტო წარწერები აქვს გაკეთებული ჩანთებზეც.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]