weather cur horoscope tv
ნოემბერი 28, 2024

საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული იცინიატივა“ გამოხმაურა 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე მოვლენებს, რა დროსაც პოლიციამ მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი მუმლაძე სისხლის სამართლის წესით დააკავა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლის, ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი – სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური, სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინის კარი ჩაამტვრიეს, დაზიანებულია ფანჯარაც. შემთხვევა სავარაუდოდ ღამით მოხდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული 32 801 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1030 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 3.14%-ია, ბოლო 14 დღის – 2.68%, ხოლო ბოლო 7 დღის – 2.82%.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის დასაწყებად აუცილებელია სოფელ გუმათში პოლიციის მიერ აღმართული რკინის კედელი აიღონ და აქციის მონაწილეებს ნამოხვანში შესვლის უფლება მისცენ.

ბათუმში, წუხელ მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა, რეზო წულუკიძე დააკავეს. მათი ახლობლების ინფორმაციით, დაკავება ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარ ჩხუბს უკავშირდება. მათივე ცნობით, დაკავებულია კიდევ ოთხი ადამიანი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მეგრული და სვანური ენები სკოლებში არჩევთ უნდა ისწავლებოდეს. პრეზიდენტმა ამის შესახებ 14 აპრილს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა სამოქმედო გეგმის შესახებ გააკეთა განცხადება.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე სოფელ გუმათიდან საპროტესტო მოძრაობის ლიდერები მივიდნენ და მხარდამჭერებს მიმართეს. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს შესთავაზა, მთელი ღამის განმავლობაში…

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში უნებართვო სამშაოები ჩატარდა, რის შედეგადაც ძეგლი დაზიანებულია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]