weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საზოგადოება

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 6185 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 396 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა.

სამართალდამცველებმა გარდაბანში ორი მამაკაცი დააკავეს, რომელთაც ბრალად „ქურდული სამყაროს“ წევრობა და გამოძალვა ედებათ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ 21 მარტს, ქართველ მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი მესაზღვრის ფოტოთი მიულოცა. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ Facebook-ის გვერდს თავად არ მართავს…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს. საქმე ეხება 18 მარტს, ე.წ. კომენდანტის საათის დროს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ბრალდებული…

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, მეორე წელია სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული მასშტაბური ღონისძიებები არ ტარდება.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალის გადასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 წლის ბიჭი დაიღუპა, მისი ძმა კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ დაბა ჟინვალის სკოლის დირექტორმა დაუდასტურა.

ვაშლიჯვართან, მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობზე განვითარებულ მეწყერულ პროცესებთან დაკავშირებით თბილისის მერიაში ბრიფინგი გაიმართა. როგორც მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, ზოგიერთი ექსპერტი მიზანმიმართულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას ახალი ნაპრალების გაჩენასთან დაკავშირებით,…

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის ინფორმაციით, თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებისკენ მიმავალ გზაზე, მაჭავარიანის ქუჩასთან არსებულ ფერდობაზე ახალი ბზარებია გაჩენილი.

ლაგოდეხში მცხოვრებ ქალს არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულებისთვის ბრალი წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, ქალმა იძულებით დააჩოქა ორი ბავშვი და მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა.

გურიაში კორონავირუსის წინააღმდეგ სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის პროცესში „მედალფას“ სამი კლინიკაა ჩართული, თუმცა გუშინ, 19 მარტს, იქ არავინ აუცრიათ. კლინიკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ოზურგეთში ვაქცინაციაზე დარეგისტრირებული 13 მედიცინის მუშაკიდან მხოლოდ 6 გამოცხადა,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]