weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2024

საზოგადოება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურზე, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 16.47% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 352 456 ამომრჩეველია.  

სადამკვირვებლო ორგანზიაცია „სამართლებრივი არჩევნები“ აცხადებს, რომ მათმა დამკვირვებლებმა დღეს, 15:00 საათამდე, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – ერთი, ხმის რამდენჯერმე მიცემის – ერთი და დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ორი ფაქტი დააფიქსირეს.

17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ტარდება, 12:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 177 462 ამომრჩეველს ჰქონდა მიღებული, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 8.29%-ია.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცმებით, თბილისში 17 ადამიანი გარდაიცვალა, იმერეთში – 8, აჭარაში – 5, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1, ქვემო…

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 3824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3851 პაციენტი, ხოლო 33 – გარდაიცვალა.

მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც დღეს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება, უამინდობის გამო სამი საარჩევნო უბანი ვერ გაიხსნა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამის მიზეზი უამინდობაა.

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სის“ ფილიალზე თავდასხმის, რამდენიმე პირის მძევლად აყვანის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით, სამართალდამცველებმა 1989 წელს დაბადებული ლ.ზ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც თბილისში, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სის“ ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლად 9 ადამიანი აიყვანა.

თბილისში, მეტროსადგურ „წერეთელთან“ მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სის“ ფილიალთან პოლიციაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]