საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკია და ახალი შემთხვევების რაოდენობის მატებაა მოსალოდნელი.
კორონავირუსის შედეგად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, 55 წლის ბენო ჭელიძე გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენო ჭელიძე კლინიკაში 20 ნოემბერს შეიყვანეს. მას, კოვიდ 19-ის გარდა, მწვავე პნევმონია და ქრონიკული დაავადებები…
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3045 პაციენტი, ხოლო 39 გარდაიცვალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების – თოვისა და ლიპყინულის გამო, ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმაროს) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 18 ნოემბრიდან აკრძალულია, თუმცა ამის მიუხედავად, დამსვენებლები გზის…
ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს განცხადებით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ხმა წინა ხელისუფლების დროს უნდა ამოეღოთ, როდესაც მიწა გაიყიდა.
„ამ ეტაპზე, სრული „ლოქდაუნი“ არ იგეგმება, რადგან სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება“, – მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის…
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძევლების აყვანისთვის ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ვირუსის შედეგად სულ 1012 ადამიანია გარდაცვლილი.
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 3958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3531 ინფიცირებული, ხოლო 36 გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11