weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2024

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, 62 წლის ლია შეყილაძე კოვიდ 19-ით დაინფიცირდა და თანმხლები დაავადებების ფონზე ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, არ არსებობს იმის იმედი, რომ შეზღუდვების ძალაში შესვლის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევის რაოდენობა უახლოეს დღეებში შემცირდება. 

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4472 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ გამოჯანმრთელდა 4058 პაციენტი, ხოლო 34 გარდაიცავალა.

აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ. როგორც საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აცხადებს ამის მიზეზი დღეს, 28 ნოემბერს, „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანებაა.

28 ნოემბერს საშობაო მარხვა იწყება, რომელიც 7 იანვრამდე გაგრძელდება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრევლისადმი მიმართვა გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ 25 დეკემბრის ჩათვლით დაშვებული იქნება თევზის მიღება - ოთხშაბათისა…

მცხეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 13 ივნისს ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი სინამდვილეში მაგომედ გუციევია, რომელმაც ვასამბეკ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით…

საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3489 პაციენტი, ხოლო 37 გარდაიცვალა.

ქარელში, ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის დარიგებულ შვრიის ფანტელებში ჭიები აღმოჩნდა. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის შენახვის ვადა დაცული იყო, შეფუთული შვრიის ერთ-ერთ პარტიაში რამოდენიმე მშობელმა ჭია აღმოაჩინა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]