საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე 36 მოსამართლე განწესდა. მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა საბჭოს გუშინდელ სხდომაზე გაიმართა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში, 24 საათის განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსის 3697 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1256 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.
საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 3697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2409 პაციენტი, ხოლო 38 გარდაიცვალა.
დიდთოვლობის, დაბალი ტემპერატურისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
აჭარის რეგიონში კორონავირუსის შედეგად სამედიცინო პერსონალის ორი წარმომადგენელი გარდაიცვალა. ერთი მათგანი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ-რეანიმატოლოგია, რომელიც ამავე საავადმყოფოში მკურნალობდა და დღეს სახლში უნდა გაეწერათ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განყოფილების მენეჯერი, თამაზ კაჭკაჭაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, პაციენტი გუშინ ღამით, თბილისის საავადმყოფოში დაიღუპა.
საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 3443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2539 ინფიცირებული, ხოლო 37 გარდაიცვალა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია მთავრობის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გაავრცელა.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ნათესავის, ანდრეი რუბლოვის სახელობის ძველი რუსული ხელოვნების მუზეუმის დამფუძნებლის, დავით არსენიშვილს პანაშვიდი გადაიხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11