საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლენჯერში დაფიქსირდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, 7 ინფიცირებული ადგილობრივია.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 10 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
ტყიბულში მკვლელობა მოხდა. გუშინ, 8 აგვისტოს, 40 წლამდე მამაკაცს იმ დროს ესროლეს, როდესაც ავტომობილით გადაადგილდებოდა. მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, აქედან ორი სამედიცინო პერსონალია.
ახალქალაქში, სადაც გუშინ, 27 წლის მამაკაცის მკვლელობას მასობრივი არეულობა და რბევა მოჰყვა, ახლა ვითარება სტაბილურია. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით,…
ახალქალაქში გუშინ, 8 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამცხე - ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს სხვისი…
ახალქალაქის ცენტრალურ პარკთან მომხდარი დაპირისპირების დროს სოფელ კულიკამში მცხოვრები 27 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლეს. საავადმყოფოში გადაყვანილია ერთი დაჭრილი.
დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი დღეს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდნენ, სადაც მობილური ტელეფონის ექსპერტიზას უნდა დასწრებოდნენ. როგორც ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, თამარ…
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი…
აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დროშა დაშვებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებშიც.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11