weather cur horoscope tv
იანვარი 30, 2025

საზოგადოება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანს მე-19 დღეა უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განახადეს, რომ მაშველები მოზარდს ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე,…

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაცია უარყოფს საავადმყოფოს დირექტორის გიორგი ლობჟანიძის და ექიმების - ვახტანგ ყიფიანისა და მაგდა ხოჭოლავას მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს და აცხადებს, რომ პროკურატურის არგუმენტები „აბსურდულია და სრულებით…

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო წელი ჩვეულ რეჟიმში დაიწყება.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ-ცენტრებში 244 პაციენტი მკურნალობს.

სამართალდამცველებმა თბილისში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად ორ ტრანსგენდერ ქალზე ძალადობა ედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დადასტურდა. ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში კორონავირუსზე ტესტირება 88 ადამიანს ჩაუტარდა.

ზუგდიდში, ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ჭადრის ხეს შეეჯახა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) თანამშრომლობის თაობაზე. როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ მიზნით, დღეს ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვედრა შესთავაზეს.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დაკავებული ექიმები ბრალს არ აღიარებენ. მათმა ადვოკატმა სალომე ჯანუაშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, რომ პაციენტ ქალს ოპერაცია ლიცენზირებულმა ექიმებმა ყველა წესის დაცვით გაუკეთეს.

სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე დააკავეს. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულია ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ., ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით ერთ პირს…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]