საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ საკარანტინო სივრცეებში ინფიცირების 300-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, რაც ქვეყანაში COVID-19-ის იმპორტირებას უკავშირდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქობულეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა – ვირუსი კაფე „ჰავანაში“ დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-ით გაიზარდა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ცხრა ახალი შემთხვევა სვანეთს უკავშირდება.
17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს სპეციალურ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge რეგისტრაციის გავლა დღეიდან, 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 235 გამოკვლეული ადამიანიდან, 14 აგვისტოს კორონავირუსი 26-ს დაუდასტურდა.
მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, კარანტინის და იზოლაციის ვადა შემცირდა. ახალი რეგულაციით, მესტიის მუნიციპალიტიდან გამოსული ყველა ფიზიკური პირი კარანტინში 14 დღის ნაცვლად 12 დღე მოთავსდება.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას ზედამხედველი პროკურორი მარიამ გოგორელიანი ჩამოაშორეს. გოგორელიანს თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მის მიმართ ბულინგში სდებდა ბრალს.
ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გუშინ გადაყვანილი საქართველოს მოქალაქე მეოთხე სართულიდან გადახტა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე…
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მცხოვრებ 29 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ანდრიაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ეს დუშეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევაა.
2020-2021 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ცნობილია. საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით 10 სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამულ დაფინანსებას მიიღებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11