weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

საზოგადოება

კორონავირუსის დღეს დადასტურებული ხუთი ახალი შემთხვევიდან სამი აჭარაში გამოვლინდა. აქედან ორ ადამიანს კაფე „ჰავანას“ ინფიცირებულ თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, ხოლო ერთს ვირუსი კარანტინში დაუდასტურდა. ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და თანასოფლელების პოლიციაში დაბარება გააპროტესტეს. საქმე ეხება 27 წლის მამაკაცის მკვლელობას, რასაც ახალქალაქში არეულობა და რამდენიმე სახლის გადაწვა მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ფონიჭალაში, 15 აგვისტოს, გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით 1995 წელს დაბადებული პ.გ. დააკავეს. ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის, 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში „ლიბერთი ბანკის“ გამსვლელ მოლარე-ოპერატორს, 64 წლის კაცს თავს დაესხნენ, ხეზე მიაბეს, სცემეს და დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 26 და 24 წლის მამაკაცები დააკავა.

ჯანდაცვის სამინისტრომ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლის ადმინისტრაციისთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. აღნიშნული რეკომენდაციების დაცვით ახალი სასწავლო წლის დაწყება 15 სექტემბრიდან, 2084 საჯარო სკოლაში იგეგმება.

ფონიჭალაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 25 წლის ქალი და ორი ბავშვია. ავტოავარია 15 აგვისტოს, გვიან ღამით მოხდა. ერთი არასრულწლოვანი „ნიუ ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-ით გაიზარდა. აქედან ორი შემთხვევა მესტიასთან არის დაკავშირებული, ცხრა ინფიცირებულთან კონტაქტია, ორი კი შემოტანილი შემთხვევაა. დანარჩენი ორი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

ტყიბულში მიწისძვრა მოხდა

კვირა, 16 აგვისტო 2020 11:09

საქართველოში დღეს, 16 აგვისტოს, მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 02:31 საათზე დაფიქსირდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ საკარანტინო სივრცეებში ინფიცირების 300-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, რაც ქვეყანაში COVID-19-ის იმპორტირებას უკავშირდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქობულეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა – ვირუსი კაფე „ჰავანაში“ დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]