საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე მაია ოშხარელმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა 5 000-დან 10 000 ლარამდე გირაოს სანაცვლოდ მათი გათავისუფლების თაობაზე.
თიბისის საზაფხულო Live-სესიები - აქ.ახლა სრულდება. 30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის - მარიო ვარგას ლიოსას სესიას თიბისის და საბას…
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი შემთხვევებიდან 4 შემოტანილია, ერთი - უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან…
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წევრი თემურ ღვინჯილია, რომელიც ფინანსურმა პოლიციამ საკრებულოს აპარატის თანამშრომელთან ერთად, უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ბრალდებით დააკავა, ბრალს არ აღიარებს. საქმე ეხება აფხაზეთიდან გადმოტანილ დიდი ოდენობით…
ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ, 26 ივლისს, კორონავირუსული ინფექციით მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი გუდაუთის საავადმყოფოში სოხუმის კლინიკიდან გადაყვანილი მამაკაცია, რომელსაც გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირთან, გუშინ, 26 ივლისს, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რის შედეგადაც 17 წლის მოზარდი დაიღუპა, პოლიციის თანამშრომელი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წევრი თემურ ღვინჯილია და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დააკავეს.
საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.
ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ჯუმბერ ბაჩიაშვილს რამდენიმე ადამიანი უკავშირდებოდა და მასთან შანტაჟის მსგავს საუბარს მართავდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს ნაშრომების გასწორების პროცესი და შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11