საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში გაუჩინარებულ 13 წლის ილია ფილფანს ადგილობრივი მცხოვრებლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მე-7 დღეა უშედეგოდ ეძებენ.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ აშშ-ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ვერ შეძლებენ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას, თუ ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით) ევროპის შენგენის…
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს, რომელიც გაუჩინარებიდან მეხუთე დღეს, თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს, პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი ოთხით გაიზარდა. ახალი პაციენტებიდან ხუთს ინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი, ორი ე.წ. გაჩიანის კლასტერიდან არის, ორი იმპორტირებული შემთხვევაა, სამი პაციენტის…
თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, მოძრაობა „შეცვალეს“ ორგანიზებით გაიმართა აქცია, რომლის ლოზუნგი „ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული!“ იყო. აქციაზე მისულმა აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა ბოლო პერიოდში, გახმაურებულ საქმეებზე შსს-ს არაეფექტური მუშაობა გააპროტესტეს.
ადიგენის საჯარო რეესტრის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა გოგრიჭიანი სოფელ მლაშეში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაჭრილი იპოვეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ზუგდიდში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ბადრი ფიფიას მეუღლე პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკორიკული საშუალების ჩადებაში ადანაშაულებს. სააგენტო „ლაივპრესთან“ მაკა კოდუამ განაცხადა, რომ მისი ქმარი წუხელ, საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თეთრიწყაროში ჩატარებული ოთხდღიანი სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, ავტომობილი, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იყო, არა პოლიციამ, არამედ მწყემსმა იპოვა. ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებას არ ენდობა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11