საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს და გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გარკვეულ დეტალებს განმარტავს. ბიუროს განცხადებით, ვრცელდება არაერთი ვერსია, რომელსაც სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მისი 23 წლის შვილის, თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის შესახებ გახდა ცნობილი, მამამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება. კერძოდ, A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილ ადგილზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც ხუთი დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან, ათი გარდაბნის მუნიციპალიტეტიდანაა. ამის შესახებ თბილისის ინფექციურის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ხუთი ახალი შემთხვევა შემოტანილია და დადგენილია სატვირთო ავტომობილების მძღოლებს შორის.
ოთხი დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ფონიჭალაში ცენტრალური საავტომობილო გზა დროებით გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიცია არაეფექტურად მუშაობს, რის გამოც ითხოვენ სამძებრო სამუშაოებში ჯარი…
თბილისის ზღვაში დღის მეორე ნახევარში ორი მოზარდი გაუჩინარდა. მაშველებმა ორივე მათგანი გარდაცვლილი იპოვეს.
სენაკი-ზუგდიდის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის დროსაც ქვეითად მოსიარულე 85 წლის ქალი დაშავდა, გენერალური პროკურატურა იძიებს. ავტომობილს სავარაუდოდ წალენჯიხის პოლიციის უფროსი რაჯი ერემაძე მართავდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ტელეკოპანია „მთავარმა არხმა“ გამოძიებას სიუჟეტის - „ნაყიდი COVID 19“-ი მხოლოდ ეთერში გასული დამონტაჟებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი მასალა გადასცა, რომელზეც ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზა დაინიშნა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11