weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2025

საზოგადოება

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველ კლასში რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა.

არასამთავრობო ორგანიზაციები გარემოს დაცვის სამინისტროსგან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში მიწის ჩაქცევასა და სახლების ნგრევასთან დაკავშირებით მომზადებული პირველადი დასკვნის გასაჯაროებას, ასევე, მომხდარის გამომწვევი მიზეზების სრულყოფილად შეფასებას ითხოვენ.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ „დაინტერესებულმა ძალებმა“ ჰესების მშენებლობის საკითხის კრიტიკულ ნიშნულამდე გასამწვავებლად ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები გამოიყენეს და…

გორის რაიონულმა სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა სამი მოქალაქის მიმართ, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, „ქართული ოცნების“ ოფისზე წარწერა „ალტ-ინფოს“ გაკეთების გამო, ქალაქის იერსახის დამახინჯებასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

ცხინვალის ციხიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოთხი თვის წინ უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი გაათავისუფლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კანიაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადმოყვანილი.

საქართველოს რკინიგზამ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20 აპრილს, თბილისი-ფოთისა და 21 აპრილს, თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის სპეციალურმა ჯგუფებმა ქალაქ მარიუპოლში მდებარე მეტალურგიულ კომბინატზე, „აზოვსტალზე“ შეტევა ნაწილობრივ დაიწყეს. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახალხო მილიციის წარმომადგენელმა, ედუარდ ბასურინმა განაცხადა.

წყნეთში 30 წლის მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი დეტექტივი დააკავეს.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გასულ წელს გამართული საპროტესტო აქციები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა. სუს-ის შეფასებით, პროცესები თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს გასცდა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას შეუქმნა საფრთხე.

აფხაზეთსა და ცხინვალში მყოფმა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, 2021 წლის განმავლობაში, საქართველოს 81 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]