საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა და დამთვალიერებლებს 2020 წლის გაზაფხულიდან მიიღებს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალი ქულის მინიჭებამდე, საარსებო შემწეობის დარიცხვა უწყვეტად მოხდება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფში, ღვთაების მონასტერში ყელგამოჭრილი მამაკაცი იპოვეს. მონასტრის წინამძღვრის თქმით, მოკლული უსახლკარო იყო და კელიაში ცხოვრობდა. სავარაუდო მკვლელიც მონასტერში ცხოვრობდა. მკვლელობის შემდეგ ის გაქცეულია.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში, 5 თებერვალს, უკვე მეხუთედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელში მონაწილეობასაც ქართველი ავტორები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვადასხვა ორგანიზაციები მიიღებენ. წიგნის საჯაროდ…
სტეფანწმინდაში, კობის საავტომობილო გზაზე, გვირაბთან, ზვავი ჩამოწვა და ავტომობილი ხევში გადავარდა. მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ქალი, რუსეთის მოქალაქე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საინფორმაციო ცენტრების ქსელის სახელით (ონლაინ-პლატფორმა Reginfo.ge-ს გამომცემელი) დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი წარადგინა. საია იმ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც ბეჭდურ და ონლაინ მედიას არჩევნებამდე 48 საათის განმავლობაში…
3 თებერვალს, ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩა N8-ში მდებარე ხის ორსართულიან სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა - დედა, 4 არასრულწლოვანი და მეზობელი ხანშიშესული ქალი.
ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა. ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა ერთი ქალის და 4 არასრულწლოვანის ცხედრები იპოვეს. მოგვიანებით, ადგილზე ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი -…
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში 1-ელ თებერვალს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, 1963 წელს დაბადებული ნ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
სამხედრო პოლიციამ თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) დაცვის ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გ.ჯ დააკავა, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11