საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია აქცია „სირცხვილიას“ ფონზე დაასახელა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები დღეს დილიდან „ქართული ოცნების“ ოფისთან შეიკრიბნენ და გახარიას კანდიდატურის დაყენება გააპროტესტეს.
გერმანიაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს შეხვდნენ და საკონსულო-სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგნეტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურა ადასტურებს ინფირმაციას, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების საქმის შესახებ დასკვნას დიპლომატიური კორპუსის წარომამდგენლებს გააცნობს. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან შექმნილი ვითარების განსახილველად კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ დღეს სოფელ ერგნეთში შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა.
ოკუპირებულ ახალგორში შესასვლელი პუნქტი შესაძლოა, 2 დღით ჩაიკეტოს. ამის შესახებ „რეგინფოს“ ახალგორში მცხოვრებმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა აცნობა.
16 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეანიმობილის დაგვიანებისა და ბავშვის გადაყვანისას სამედიცინო აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის გამო დამძიმდა, დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა. მოზარდი 41 დღე კომაში იმყოფებოდა და ქუთაისის ინტერვენციულ ცენტრში ხელოვნური…
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები აღმოაჩინეს. სამუშაოების ინიციატორები ამჟერადაც სასულიერო პირები არიან. მათ სააგენტოსთან შეუთანხმებლად კომპლექსის ეზოში სავალი გზის მოწყობა დაიწყეს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განახლებულ მთავრობაში მინისტრის თანამდებობას არ დაიკავებს. ბახტაძე მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი იქნება და როგორც თავად ამბობს, აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილი არ აქვს.
ყოფილი პრემეირ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ აჭარაში, ბათუმის ისტორიულ ნაწილში 5 ცათამბჯენი უნდა აშენდეს.
ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება მე და გაყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - ამ სიტყვებით შეაფასა უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის ღამე, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმმა…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11