weather cur horoscope tv
იანვარი 21, 2025

საზოგადოება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვახანში მრავალშვილიან ოჯახს სახლი დაეწვა. რვასულიანი ოჯახი დროებით ნათესავის სახლში იცხოვრებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „პირველი“ 23 513.21 ლარით დააჯარიმა. როგორც კომისია განმარტავს, ტელეკომპანიამ ეთერში მხატვრული ფილმები არამართლზომიერად აჩვენა.

აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ერთ-ერთ მათგანს ხელი დაარტა, ხოლო მეორესთან ამის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ვერ შეძლო. აქციის მონაწილეების თქმითვე, დეპუტატმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

გორისა და ატენის ეპარქიის ინფორმაციით, 2 სექტემბრიდან 7 სექტემბრამდე მოლოცვითი მსვლელობის ჯგუფები ეპარქიის სოფლების ნაწილს შემოივლიან.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარზე გადაადგილებას ორი დღით კეტავს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ უშიშროების დე ფაქტო კომიტეტზე დაყრდნობით წერს.

დუმის დეპუტატის განცხადების აქტუალიზებას ხელს ნუ შევუწყობთ - ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სერგეი გავრილოვის განცხადების შეფასებასთან დაკავშირებულ შეკითხვას. რუსეთის დუმის დეპუტატმა დღეს იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ახალ…

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება რუსულ საოკუპაციო ძალებთან ერთად ე.წ. სასაზღვრო სოფლებში რეიდებს იწყებს. როგორც სააგენტო „რესი“ უშიშროების დე ფაქტო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რეიდები სექტემბერში დაიწყება.

საქართველოს პარლამენტმა თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა.

დეპუტატი ელენე ხოშტარია პარლამენტის პლენარული სხდომაზე სტვენით შევიდა. დეპუტატს ასევე ეცვა მაისური წარწერით „სირცხვილია“. ამგვარად ელენე ხოშტარიამ „ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენა გააპროტესტა.

აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ. აქციის მონაწილეები თავად ამბობენ, რომ პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელი საშვები მათზე დაშვებული იყო, თუმცა პოლიციამ ისინი შენობაში არ შეუშვა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]