weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საზოგადოება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც მათ დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების დაწყებისთანავე განაცხადეს, მათი ამ გადაწყვეტილების მიზეზი ტელეკომპანიაში დაწყებული „საკადრო წმენდა“ გახდა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებული საქართველოს 8 მოქალაქე ოჯახებში დღეს დაბრუნდება. ამის შესახებ „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

საოკუპაციო რეჟიმმა გასულ კვირაში გატაცებული საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლა. როგორც „რეგინფოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, რვავე დაკავებული ქართველ სამართალდამცველებს სოფელ ეგრნეთში რამდენიმე წუთის წინ გადასცეს.  

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი სოფელ გუგუტიანთკარში განახლებული „ბორდერიზაციის" საკითხზე დასასვენებელი ადგილიდან მუშაობდა. 14-17 აგვისტოს, როცა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალები ღობეებს ავლებდნენ, სალომე ზურაბიშვილი კახეთში, ლოპოტის ტბის…

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ 40 ჰექტარი ხმელი ბალახი და 3 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა.

„მე კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს. კონტრაქტში მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემას, რომელიც არხისთვის შემოსავლიანია და ამას აკეთებდა „ნანუკას შოუ“ წლების განმავლობაში, ძალიან წარმატებით“, – განაცხადა…

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ არხის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას დღევანდელი განცხადება, რომელიც მისი და ტელეკომპანიის სხვა მაღალრეიტინგული წამყვანების სამსახურიდან გათავისუფლებას ეხებოდა, ხელისუფლების მიერ მიღებული…

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან წამყვანები ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი გაათავისუფლეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ნოდარ მელაძე საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ, სალიამ დღეს, 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული რ.ს. დამნაშავედ ცნო და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]