weather cur horoscope tv
იანვარი 21, 2025

საზოგადოება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ნოდარ მელაძე საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ, სალიამ დღეს, 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული რ.ს. დამნაშავედ ცნო და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე ხურვალეთში, მავთულხლართების მიღმა მცხოვრები დავით ვანიშვილის სახლთან თავს დაესხნენ და ქვების სროლა დაუწყეს. როგორც ის ამბობს, სამართალდამცველები იქვე…

ქალაქ ბორჯომის ცენტრალურ პარკში მოწყობილი ქოლგების რიგის დეკორაცია მოქალაქეებმა დაშალეს. „ბორჯომობის“ დღესასწაულის აღსანიშნად მისულმა ადამიანებმა მოულოდნელი წვიმის გამო, პარკის დატოვება ქოლგებით გადაწყვიტეს. ვიდეო და ფოტომასალას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში ტყის ქვედა საფარი და საძოვარი იწვის. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

2019 წლის პირველი ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით, საპატრულო პოლიციამ ნარკოტესტით 74 მძღოლი გადაამოწმა, საიდანაც 34 ავტომობილს ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მართავდა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მიაწოდა.

ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იერომიელი მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს „იმპერატიული ტონი“ აქვს. სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ფოტომასალა და განცხადება, რომლის თანახმადაც, სამონასტრო კომპლექსზე სათავსო უნებრათვოდ ჩააშენეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. როგორც აჭარის ტელევიზია იუწყება, სამეთვალყურეო საბჭო დღეს სამ კანდიდატს - შოთა ზოიძეს, ირმა ზოიძეს და ფირუზ ბოლქვაძეს მოუსმენს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი მარიამ სიჭინავა სამართალდამრღვევად სცნო. სტენსილის „გახარია, წადი“ გამო იგი 500 ლარით დაჯარიმდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ლაივპრესმა“ გაავრცელა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი ოკუპანტია. განცხადება შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გუგუტიანთკარში გააკეთა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]