weather cur horoscope tv
იანვარი 18, 2025

საზოგადოება

„ვადასტურებთ ერთსულოვან მხარდაჭერას მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლიანი მოთხოვნის მიმართ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დროულად მიიღწეს სამართლიანი მართლმსაჯულება და დაისაჯოს დანაშაულისთვის პასუხისმგებელი პირები“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პანკისის სახალხო კრებამ,…

საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული რისკების გამო, საქართველოს აეროპორტებში საფრანგეთის საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებიც იმუშავებენ, ხოლო საფრანგეთის აეროპორტებში საქართველოს საემიგრაციო სამსახური იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ზოგიერთი ადამიანი სამედიცინო თვალსაზრისით ჩამოდის სამკურნალოდ საფრანგეთში, თუმცა საქართველოშიც არსებობს საშუალება, მიიღონ შესაბამისი მკურნალობა. ამიერიდან უშუალოდ ისინი იქნებიან მიღებული, ვისაც რეალურად სჭირდება ამ თვალსაზრისით საფრანგეთის დახმარება“, – ამის შესახებ საქართველოში…

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო წარწერით „სვანებმა გავაჩერეთ „სოკარი“. გარეჯი საქართველოა“. ფოტოზე მესტიის შესასვლელში მდებარე „სოკარის“ ავტოგასამართი სადგური ჩანს, რომლის წინაც ღობეა გავლებული.

სტიქიის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები – ფშაველი და ლეჩური დაზარალდა. ადგილობრივების ინფორმაციით უხვი ნალექის შედეგად მდინარეები სტორი და ჭიჭაკვი კალაპოტიდან გადმოვიდნენ. წყალი ნაკვეთებსა და ვენახებშია შესული.

პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მათ ოფისში საროსკიპო სახელწოდებით „პიონერი“ გახსნეს. ჯაფარიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, სასტუმრო „მამიდას“…

სამართალდამცველებმა ხაშურში, დამამძიმებელ გარემოებაში, ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. ქალის ცხედარი გუშინ, 9 მაისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გასაღებისა და გულგრილობის ბრალდებით, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

წუხანდელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ალაზანმა სოფლების - ჯოყოლოსა და დუმასტურის ხიდამდე მისასვლელი საავტომობილო გზა თითქმის მთლიანად წაიღო. წყლით არის დაფარული დუისი-ხალაწნის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდამდე მისასვლელი გზაც.

პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში, ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი, რომელსაც 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს, ადიდებულ მდინარე ალაზანს მიაქვს. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]