საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. დიმიტრი ისერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, ყარაფილასთან ისინი სატაცურის დასაკრეფად იყვნენ.
თუშეთის გზაზე ჩარჩენილი 16 ადამიანი აბანოს უღელტეხილზე, ე.წ. საგზაო სახლში იმყოფება. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, მათგან ტრაქტორის 6 მძღოლია, დანარჩენები კი მწყემსები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა. გამოძიება დაკავებულს ცეცლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა-ტარებას ედავება. საქმეზე გამოძიება…
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან, 9 მაისს იოსებ სტალინის ბიუსტი დადგეს. გუშინვე მემორიალი ყვავილებით შეამკეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, მათ შორის, კულტურის სამსახურის უფროსმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა.…
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. არსებული ინფორმაციით, დღეს საღამოს სეტყვა იყო არბოშიკში, მაჩხაანსა და სამრეკლოში.
წუხელ, პანკისის ხეობაში ხანგრძლივი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა, დააზიანა სოფლების -დუმასტურისა და ჯოყოლოს დამაკავშირებელ ხიდთან მისასვლელი გზა.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მე-9 კილომეტრზე, სოფელ ლეჩურთან, გზის სავალი ნაწილი უხვი ნალექების შედეგად ადიდებულმა მდინარემ წაიღო.
მთავრობა ცივი იარაღის შესახებ არსებული რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება მთავრობას დღეს წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო „მამიდას“ მფლობელს, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ როენა ხუცურაულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარი შეუფარდა.
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11