weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

საზოგადოება

ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში ათი თვის ბავშვი გარდაიცვალა. მშობლების მტკიცებით, სიკვდილის მიზეზი, ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარმოებული ქათმის ხორცით მომზადებული წვნიანით ინტოქსიკაცია გახდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტები, რომლითაც ე.წ. „ქუჩური გარჩევის“ კრიმინალიზაცია ხდება.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გვიან ღამით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის შეუძლოდ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში გახდა, სადაც უკვე რვა თვეა იმყოფება…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, იოსებ გოგაშვილი აცხადებს, რომ რისკის ქვეშ არის მისი და მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილის სიცოცხლე, რის გამოც სამართალდამცველებს ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გოგაშვილმა ტელეკომპანია…

მასწავლებელთა რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად დღეიდან, 13 მაისდან დაიწყო და 24 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საშუალება ექნებათ რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე, რომელიც ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნა, ქართულ პავილიონს ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანი - ანნა კ.ე. თიბისი სტატუსის მხარდაჭერით წარმოადგენს.

„იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე იმისთვის, რომ ყოფილ პატიმრებს, ან პატიმრებს, რომლებიც №2 და №11 საპყრობილეში იხდიან სასჯელს, მოაცილონ ტატუ, რომელიც ხელს უშლის მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში“,…

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია, მიმდინარე წლის 20 მაისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე, ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ ჟურნალისტი, გადაცემა „ჩვენი შუადღის“ წამყვანი სოფო რაჭველი აცხადებს, რომ ტელეკომპანია დატოვა, რადგან გადაცემაში გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]