weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საზოგადოება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან გასროლილი რაკეტა კიკილაშვილების სახლს დაეცა. რაკეტამ ჯერ თუნუქის სახურავი ჩაამტვირია, შემდეგ კი იატაკი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სიჩქარის მზომი სექციური რადარები დამატებით ექვს ადგილზე ამოქმედდა.

თელავის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების და ხევების ადიდება გამოიწვია, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა სავარგულები. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე სტორი და სოფელ ლეჩურში გზის მონაკვეთი ჩამოშალა.

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ვლადიმერ მახათაძე ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე დღეს გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გალში მცხოვრებმა რობერტ გაწერელიამ ეგრეთ წოდებული აფხაზური პასპორტი აიღო, სადაც, მისივე მოთხოვნით, ეროვნების გრაფაში „მეგრელი“ ჩაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას „გალ ტვ“ ავრცელებს.

დღეს, 12 მაისს, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისში, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხება. საზეიმო ღვთისმსახურებას…

თბილისში, მახათას მთაზე მდებარე ეკლესიის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. ამის შეახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიცია ავრცელებს.

სტიქიის გამო თუშეთის გზაზე ჩარჩენილმა შვიდმა ადამიანმა თორღვას აბანოდან 30 კილომეტრი ფეხით გაიარა და ბარში დაბრუნდა. როგორც „რეგინფოს“ თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, ლადო კახოიძემ უთხრა, მათგან ორი მწყემსია, ხუთი…

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. დიმიტრი ისერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, ყარაფილასთან ისინი სატაცურის დასაკრეფად იყვნენ.

თუშეთის გზაზე ჩარჩენილი 16 ადამიანი აბანოს უღელტეხილზე, ე.წ. საგზაო სახლში იმყოფება. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, მათგან ტრაქტორის 6 მძღოლია, დანარჩენები კი მწყემსები არიან.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]