weather cur horoscope tv
იანვარი 16, 2025

საზოგადოება

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილისუბანში მგელი ადგილობრივებს თავს დაესხა. მტაცებლის მოგერიება 24 წლის ტარიელ მიქელაძემ შეძლო, რომელიც მას შიშველი ხელებით შეებრძოლა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოსთან ავტომობილში 27 წლის მამაკაცის ცხედარი ნახეს. ახალგაზრდას ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებისთვის სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. „1+4 პროგრამით“ მოსარგებლე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა სახელმწიფო უწყებებში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, 1-დან 6…

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტმა მიხეილ ჩიკვილაძე დაამტკიცა. საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით წარდგენილ ამ კანდიდატს 94-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

ოკაცეს კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ვიზიტორებისთვის გახსნილია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონზე შეიცვალა კიდული ბილიკის და გადასახედი პლატფორმის საფარი. დაიგო ლითონის გამჭვირვალე იატაკი, რომელიც ბილიკს მეტად ექსტრემალურს გახდის. ასევე,…

პოლიციამ თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გიროს“ ფილიალის დაყაჩაღებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით მამა-შვილი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 1965 წელს დაბადებული…

ქუთაისში, სკოლის მოსწავლე და-ძმას წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, იმ დროს მოხდა, როდესაც ბავშვები სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ და ლიანდაგებზე გადადიოდნენ.

მოპედების, კვადროციკლებისა და ელექტრომობილების გამქირავებლებმა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს და ტურისტული სეზონის პერიოდში ბულვარში მუშაობის უფლება მოითხოვეს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი გადმოასვენეს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა, რასაც მხარს უჭერენ. საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ეს პრაქტიკა „ფსევდორელიგიურ“ ორგანიზაციებზე არ უნდა გავრცელდეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]