weather cur horoscope tv
იანვარი 16, 2025

საზოგადოება

ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიამ „TV4“-მა პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა. არხის განცხადებაში ნათქვამია, რომ გარკვეული ძალების მხრიდან იყო მცდელობა, ჩარეულიყვნენ მათ სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაში, რის გამოც არხმა პროტესტის ნიშნად შეწყვიტა მაუწყებლობა.

თურქეთიდან საქართველოში შვეიცარიული „შტადლერის“ სამგზავრო მატარებელი შემოვიდა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე იმოძრავებს. მატარებელი ამ დროისთვის ახალქალაქის სადგურშია გაჩერებული.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ცხინვალის რეგიონში დაღუპული შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი დღეს ოჯახებს გადაეცათ. სამარხი, რომელიც სოფელ თამარაშენის სასაფლაოსთან მდებარეობდა, 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა, ნეშტების გადმოსვენება კი მიმდინარე წლის…

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის, ბესიკ შუბითიძის დაჭრაში ბრალდებულს, თორნიკე ტურიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ მიიღო.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2018 წელს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამებით 3352-მა ბენეფიციარმა 536 620 ლარით ისარგებლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები - 1970 წელს დაბადებული ბ.ტ. და 1964 წელს დაბადებული გ.მ., ხოლო „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით - 1959 წელს დაბადებული…

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონის მიმართულებით გასვლების შესახებ ახალ სტატისტიკას აქვეყნებს. შსს-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში ყველაზე მეტი, 5112 ადამიანი გერმანიაში გაემგზავრა, შესვლაზე უარი კი 20 მოქალაქეს ეთქვა.

ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს და გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებაში 50 წლამდე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცელში თვითდაზიანება მიიყენა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მომხდარს წინ პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე კონფლიქტი უძღოდა, რა დროსაც მამაკაცმა, სავარაუდოდ, თავისი…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]