weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

საზოგადოება

მინისტრთა კაბინეტის წევრებს – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესა და განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეს ისინი მთავრობის…

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 35 082 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 7947 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5550 ინფიცირებული, ხოლო 31 გარდაიცვალა.

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ინფორმაციით, მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ დაამძიმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა, რომლებიც 17 იანვრიდან გაფიცულები იყვნენ, პროტესტი შეწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სოლიდარობის ქსელი“ ავრცლებს. აღნიშნული ორგანიზაცია გაფიცულებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებებში იყო ჩართული.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე 63 875 ტესტი ჩატარდა, რის შედეგად კორონავირუსი კიდევ 11 039 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5199 ინფიცირებული, 42 კი გარდაიცვალა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წუხელ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში ერთმანეთის მიყოლებით სამი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრა, რომლის სიდიდე 3.1 მაგნიტუდა იყო, თბილისის დროით 02:28 საათზე დაფიქსირდა.

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება და პაპილომა ვირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13-18 წლის გოგოებსაც უფასოდ ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს დაავადებათა ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსმა, ლიკა ჯაბიძემ გაავრცელა. აქამდე…

ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის ინფორმაციით, ერთ-ერთ რეგიონულ კოვიდ-კლინიკაში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და ყელისა და სახის არეში დაჭრა. როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ, სალომე ლოლუა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის გამოსავლენად სწრაფი ტესტები „ძალიან კარგად“ მუშაობს და ის უნდა გაკეთდეს მაშინ, როდესაც სიმპტომები გამოხატულია. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თბილისში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების 80% „ომიკრონის“ შტამია, ხოლო რეგიონებში ეს მაჩვენებელი 40-დან 60%-მდე მერყეობს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]