weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

საზოგადოება

სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურ აგენტებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელებს ჰპირდება, რომ მათი ხელფასები თებერვლიდან გაიზრდება. 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლის, 37 წლის ნონა ჭაბაშვილის გარდაცვალების საქმეზე მისი ყოფილი მეუღლე, 38 წლის გ.ბ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა ქალი გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით სახლში…

საკონკურსო კომისიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები შეარჩია და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წარუდგინა. ცესკოს თავმჯდომარეობს კანდიდატები არიან მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, თამაზ ფოლადაშვილი და თენგიზ თევზაძე.

მძღოლები, რომლებიც მთავარ ავტომაგისტრალზე გადაადგილდებიან, აცხადებენ, რომ მოყინულ გზაზე მარილი არ იყრება და გარე განათებები გამორთულია. განსაკუთრებით რთული ვითარება გორის მონაკვეთთან არის.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ „ბოტანიკურ ბაღების მართვის ცენტრის“ დირექტორმა, ზვიად ქარჩავამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბოტანიკურ ბაღში დასაქმებული 6 მოლარე-კონსულტანტი იმ დროს, როდესაც ბაღში შესვლა უფასო იყო, კოვიდრეგულაციების…

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს 191 ავტომანქანა ემსახურებოდა, რაც 181 ერთეულით აღემატება რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობას ეხება. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ააიპ-ებში შტატები დაუსაბუთებლად არის გაზრდილი და საბიუჯეტო სახსრები არარაციონალურად იხარჯება. 

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 63 516 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 5381 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1065 ადამიანი, ხოლო 30 გარდაიცვალა.

„სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ამ პირობებში ვაქცინაცია არის ხსნა, თუმცა ვაქცინაციის პროგრამას გავაგრძელებთ კვლავაც წამახალისებელი მექანიზმების გამოყენებით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი მთელი ქვეყნის მასშტაბით 17 იანვრიდან გაიფიცება. შესაბამისი შეტყობინება სააგენტოში დღეს გააკეთეს. გაფიცულების მთავარი მოთხოვნები ხელფასების გაზრდა და შრომის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაა. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]