საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
2018 წლის 27 დეკემბერს ა(ა)იპ „ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონში“ გაიმართა გრიპის საწინააღმდეგო კამპანია „დაიცავი თავი და სხვები სეზონური გრიპისგან“. მოსაცდელ დარბაზში მყოფმა პაციენტებმა ფრანგულ სამედიცინო ცენტრის პერსონალისაგან პირადად მიიღეს ინფორმაცია სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით,…
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ გარემოებები გაირკვევა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის საქმეზე მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე „ბახალა“, უდანაშაულოდ ცნო, ამავე საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს კი 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
თბილისში, აეროპორტის დასახლებაში, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ.
ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 31 დეკემბრის 23:00 საათიდან, 74 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.
გორში, სტალინის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში 75 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათმა თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით მოქალაქე დააკავეს.
ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის 82-ე კილომეტრიდან 98-ე კილომეტრამდე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს, რომლის განჩინებაც ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა წაიკითხა.
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, ე.წ. ციანიდის საქმე არ განხილულა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11