weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ორი არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული ნ.ხ. და 2002 წელს დაბადებული ლ.ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის დასახელებას და მოუწოდებს პარლამენტს, წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი შეაჩეროს.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქალაქ დმანისში რიგით 59-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ინიციატივის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში ხანძრის შედეგად ორსართულიანი ხის სახლი და დამხმარე ნაგებობები მთლიანად დაიწვა.

რკინიგზის სადგურ „სამტრედია I“-ში სამორიგეო კოშკურიდან 56 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებით, შემთხვევა სამუშაოს შესრულების პროცესში მოხდა. გარდაცვლილს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს სამტრედიაში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ქვეითად მოსიარულე ბავშვი დაიღუპა.

საქართველოში გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, შემთხვევა გუშინ, ქუთაისში დაფიქსირდა.

„გირჩის“ სამ ყველაზე მსხვილ შემომწირველს პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ახალი წლის ღამეს მეკვლედ ეწვევა. „გირჩმა“ ჯაფარიძის გაქირავება გადაწყვიტა. „პარტიის დაფინანსების მიზნით „გირჩი“ აუქციონს აწყობს. აუქციონის გამარჯვებულებს, ანუ სამ ყველაზე მსხვილ…

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელი დააკავეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]