საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, შობის მარხვის დროს 31 დეკემბერი, პირველი და 2 იანვარი თევზით ხსნილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, მორიგეობის დროს, წვევამდელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, 20 წლის მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა.
„არ ვაპატიებ არავის ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას, ვინც არ უნდა იყოს“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრესთან დაკავშირებით. მანამდე მეუფე პეტრემ თქვა, რომ მისთვის „საბოლოოდ დაიმსხვრა მითი…
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვისა და გულგრილობის ბრალდებით პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შვიდი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ანა სუბელიანმა სამინისტროსთან ხუთწლიანი დავა დაასრულა. როგორც სუბელიანი აცხადებს, ის დათანხმდა მორიგებას და 74 250 ლარის ოდენობით კომპენსაცია მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გორის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული თ.კ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ქუთაისში, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში რიგით ოცდამეორე იუსტიციის სახლი გახსნა. სენაკის იუსტიციის სახლი ზუგდიდის, ფოთისა და მარტვილის შემდეგ მეოთხე ფილიალია სამეგრელოს რეგიონში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე…
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ფ.მ. დააკავეს.
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა, რომ 27 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე „დეკანოზი გიორგი მამალაძის, როგორც უდანაშაულო პატიმრის“ და ზოგადად, „ციანიდის საქმის“ შესახებ საუბრის საშუალება არ მიეცა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11