weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

საზოგადოება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს, ხუთი წლის ვადით ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ თანამდებობაზე მარიამ შელეგიას, ვლადიმერ ბოჟაძის და ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას კანდიდატურები წარადგინა.

რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ცივი იარაღით არის დაჭრილი, მეორემ კი ჩხუბის დროს დაზიანებები მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული ე.ც. დააკავეს.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ხურვალეთიდან 33 წლის მამაკაცი გაიტაცეს. ჟურნალისტებთან საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ე.წ. მესაზღვრეები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

თბილისში, შინდისის გზაზე ორი ადამიანი მოკლეს, ორი კი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მოკლულები ბიძაშვილები - 26 წლის და 28 წლის მამაკაცები არიან. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა,…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ბენზინგასამართი სადგურები შეამოწმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების მუქარით ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.

ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე, 31 წლის ქალი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ქალი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურიდან იყო, ბინაში კი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ზ.ა. და 1993 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.

თბილისში სამ ადგილზე - რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატები დაიდგა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]