weather cur horoscope tv
იანვარი 13, 2025

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის გამო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. მათი განცხადებით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას უკავშირდება.

თბილისში, მუხიანში, სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. 

რუსთავში, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის ბინაში უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო. შემთხვევა გვიან საღამოს, მე-17 მიკრო-რაიონში მოხდა.

პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, არჩევნებში ყველა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ. ილია მეორეს დღეს მრევლისთვის ქადაგებით არ მიუმართავს.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა. მაჩალიკაშვილის მშობლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს სახელმწიფოს მიერ მათი შვილის საქმის გამოძიება, მისი უდანაშაულობის აღიარება და დამნაშავეთა დასჯა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.გ., ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დაისჯება. როგორც გახარიამ ზუგდიდში, ჟურნალისტებთან განაცხადა, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება უახლოეს პერიოდში შევა.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართება. ერთი წლის წინ, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი მაჩალიკაშვილი დღეს 20 წლის გახდებოდა.

შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 25 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ აქციას გამართავენ. ხვალ თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა. ის 20 წლის გახდებოდა.

მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]