weather cur horoscope tv
იანვარი 13, 2025

საზოგადოება

სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 13:03 საათზე დაფიქსირდა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. როგორც „რეგინფოს“ მთავარ პროკურატურაში უთხრეს, სარალიძეს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 10:00 საათის მდგომარეობით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

„ჩემთვის ჩემი რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ვთქვა, რომ სადაც ვიმუშავე, პატიოსნად ვიმსახურე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო პოლიტიკური რეპორტაჟი“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ…

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში, №32 საარჩევო უბანზე კენჭისყრის პროცედურა დაახლოებით ერთი საათი შეფერხებული იყო. როგორც „რეგინფოს“ №81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გელა ხახნელიძემ უთხრა, შეფერხება ბიულეტენებზე არსებულმა ხარვეზმა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, ყველა რეგიონში შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და დაიცავენ მართლწესრიგს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. აქედან 14 795 ამომრჩეველი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქეა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფიდან გასროლით ჰქონდა მიყენებული. შემთხვევა გუშინ მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, ოპერაციის დროს დაიღუპა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გორში იმყოფებოდა, სადაც მოკლული 8 წლის ბავშვის ოჯახს მიუსამძიმრა. გიორგი გახარიას განცხადებით, გამოძიება გრძელდება ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ შედეგი „უზუსტესად დადასტურებული“ იყოს.

ქობულეთში, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე აჭყვა ადიდდა, რომელმაც რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლები დატბორა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]