საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გურჯაანში მდებარე „ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს“ ეწვია იონის დეპარტამენტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ფრანგი სენატორი და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები იყვნენ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს.
თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შედეგად 28 წლის ინგა ბალანჩივაძე სიარულს შეძლებს. ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი ორი თვე კომატოზურ მდგომარეობაში იყო, რაშიც პაციენტის ოჯახი ქართველ ექიმებს ადანაშაულებს.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელში ოქროს მომპოვებელი კომპანიის მიერ სამუშაოების განახლება აქციით გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა თქმით, იგეგმება ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით ოქროს მოპოვება, რაც სვანეთში ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.
სამართალდამცავებმა ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქუთაისში, წყალტუბოსა და ზესტაფონში დაკავებული არიან: 1968 წელს დაბადებული, კრიმინალური ავტორიტეტი…
„მგონი, გულისრევით მოგვიწევს არჩევნების მეორე ტურზე მისვლა, მაგრამ მაინც უნდა მივიდეთ“, – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.
ტყიბულელმა მეშახტეებმა, რომლებიც ხელფასს და შახტებში მუშაობის გაგრძელებას ითხოვდნენ, პროტესტი შეწყვიტეს. ეს გადაწყევტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია „საქნახშირის“ ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაპირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული დ. მ. სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული რ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გომი-აგარას გადასარბენზე მამაკაცს, რომელიც ლიანდაგზე გადადიოდა, ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 9:30 საათზე მოხდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11