weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

საზოგადოება

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცე-პრემიერებად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაინიშნენ.

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში და გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი მაშინ დააკავეს, როდესაც საქართველოდან გასვლას ცდილობდნენ. შსს-ს ცნობით, საქმე 15 ივლისს, თბილისში მომხდარ ყაჩაღობას ეხება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში გუშინ დაღუპული ოთხი მაღაროელის ოჯახებს მიუსამძიმრა. სამძიმრის წერილი საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის, რაც ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისების დანიშვნას ითვალისწინებს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალურ სამიტთან დაკავშირებით, სამიტში მონაწილე სტუმრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 18 და 19 ივლისს, 08:00-იდან 00:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე,…

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დღეს მომხდარი შემთხვევის შემდეგ, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი („ჯი აი ჯი“) განცხადებას ავრცელებს და მზადყოფნას გამოთქვამს, შვილობილი კომპანია „საქნახშირი“…

ზესტაფონში, რკინიგზის ზესტაფონი-შორაპნის მონაკვეთზე, შუახნის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჯახების შედეგად მამაკაცმა ზედა კიდური დაკარგა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.  

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული ექვსი ადამიანიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოს პარლამენტმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე აირჩია. მას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი პარლამენტის ორმა წევრმა მისცა ხმა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]