weather cur horoscope tv
მაისი 09, 2024

საზოგადოება

ახალციხეში, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდიდან მასწავლებელი ე.წ. შპარგალკის ქონის გამო გამოუშვეს. საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გელა ინასარიძემ „სამხრეთის კარიბჭეს“ უთხრა, რომ ერთ-ერთი მასწავლებელი დამხმარე მასალიდან გადაწერას პროფესიული უნარების გამოცდაზე ცდილობდა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსის, თემურ კეკელიძის განცხადებით, ვერტმფრენი, რომელიც თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ „ანდარაზართან“ ავარიულად დაეშვა, ტექნიკურად გამართული იყო. კეკელიძე შესაძლო დივერსიის ვერსიას გამორიცხავს.

ბათუმში შემოწმებული 42 სილამაზის სალონიდან, 19 დააჯარიმეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზი სალონებში გამოვლენილი სხვადასხვა ხარვეზები, მათ შორის დეზინფექციის და სტერილიზაციის წესების დარღვევა გახდა.  

„რეგიონული მმართველობის არსებული სტრუქტურა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არის ჩვენს რეგიონებში აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პირველი, რასაც ახალი მთავრობა გააკეთებს, იქნება სტრუქტურული, ისევე როგორც მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები ამ მიმართულებებით“,…

თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ „ანდარაზართან“ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვების შედეგად, ვერტმფრენში მყოფი 5 ადამიანი დაშავდა. ორი დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უკვე მოათავსეს, ერთ მათგანს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ „ანდარაზართან“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა. ვერტმფრენში სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ. ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჟინვალის წყალსაცავიდან და ბაზალეთის ტბიდან სახლართი ბადეები და ე.წ. გოდრები ამოიღეს.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 წლის მალხაზ კობაურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ხადის ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი ორმა უცხოელმა მოკლა, ადვოკატი განმარტავს. ალუდა ბუჩუკურის თქმით, ბრალდებული…

საპროკურორო საბჭომ სამი წარდგენილი კანდიდატურიდან მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე შეარჩია. თადუმაძემ საბჭოს 15 წევრიდან 12-ის მხარდაჭერა მიიღო, რაც კანონის თანახმად საკმარისია იმისთვის, რომ კანდიდატურა მთავრობის წინაშე წარადგინონ.

სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, რომ საქმეში დღეს არსებული მასალებით, ხადის ხეობაში ამერიკელების მკვლელობაში, 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის გარდა, სხვა არავინ იკვეთება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]