საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ორი ადამიანის დაკბენის ფაქტი დაფიქსირდა. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3“-ის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე შეხვდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების გამო, თარხან ბათირაშვილის მეუღლე სედა დუდურკაევა და მისი ორი შვილი დააკავეს.
საკანალიზაციო სისტემაში ნარჩენების ჩაყრის გამო ფიზიკური პირები 400 ლარით, იურიდიული პირები კი 1000 ლარით დაჯარიმდებიან. იგივე ქმედების 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენისას ფიზიკური პირების მიმართ ჯარიმის ოდენობა 800 ლარამდე, ხოლო…
თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „თბილსერვისის“ თანამშრომლი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. ავარია დილით ავტობანზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გაჩერებაზე მდგომ ორ ქალს შეეჯახა, საიდანაც ერთი ადგილზე გარდაიცვალა.
შეწყალების კომისიას ორი ახალი წევრი ჰყავს. პრეზიდენტის ბრძანებულებით, კომისიის ახალი წევრები იქნებიან იურისტი ნინო კიკნაძე და პედაგოგი არინა თავაქარაშვილი. მათ იურისტი თამარ ხიდაშელი და ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ჩაანაცვლეს.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, სამართალდამცავებმა ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, გამყოფ ხაზთან ინოვაციების ცენტრი მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ცენტრი აღჭურვილი იქნება ყველა იმ სერვისით, რომელიც თბილისისა და ზუგდიდის ტექნოპარკებში არსებობს.
სვანეთში, თეთნულდზე მაშველები ორ უკრაინელ ტურისტს ეძებენ, რომლებიც ალპინისტების 8-კაციან ჯგუფს გვიან ღამით ჩამორჩნენ და დაიკარგნენ. სამძებრო სამუშაოები დილის 6 საათიდან მიმდინარეობს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11