საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახმეტ მალსაგოვმა სახელმწიფოსგან უპირობო აუქციონში გაიმარჯვა და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, სოფელ ტაბახმელაში მდებარე 9275 კვ.მ. არასასოფლო მიწის ნაკვეთი 808 000 ლარად იყიდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 2018 წლის ექვს თვეში, დისციპლინური პასუხისმგებლობა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული დისციპლინური სამართალდარღვევის გამო დაეკისრა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელს.
თბილისში, გლდანში მდებარე „ბეკოს“ ტექნიკის მაღაზია ბოლო ერთ თვეში მეორედ გაქურდეს. კომპანიის წარმომადგენლის, ხატია ტყებუჩავას განცხადებით, მაღაზიიდან 30 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს. მისივე თქმით, დანაშაული სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.
ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე 28 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით, მეზობლებს შორის კონფლიქტის დროს მოხდა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
სირიიდან საქართველოში დაბრუნდა რამდენიმე პირი, რომელიც „რეგინფოს“ ინფორმაციით, 2015-2017 წლებში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.
ხადის ხეობაში ამერიკელების მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მალხაზ კობაურის დედა ამბობს, რომ შვილი ტელეფონით ბოლოს 7 ივლისს დაუკავშირდა და უთხრა, რომ თვითონ კარგად იყო, მაგრამ ხეობაში დიდი უბედურება მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხადის ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 1998 წელს დაბადებული მ. კობაური, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. სამინისტროს ინფორმაციით, ხადის ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.…
„მთის ამბების“ ინფორმაციით, ხადის ხეობაში, ამერიკის მოქალაქეების რაიან და ლორა სმიტების მკვლელობის საქმეზე დაკავებული 19 წლის მწყემსი, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მკვლელობის მიზეზად, რაიან სმიტთან მომხდარ შელაპარაკებას ასახელებს.
იაპონიაში დარეგისტრირებულ უცხოური ლაბორატორიების ჩამონათვალს 4 ქართული ლაბორატორია დაემატა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ეს იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის პროცედურებს საგრძნობლად გაამარტივებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე წვრთნების დროს 31 წლის კაპრალი მირზა ჩიჩუა გარდაიცვალა. „საავადმყოფოში ფაქტობრივად გარდაცვლილი შემოიყვანეს. გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება“, - ციტირებს ახალციხის ტელეკომპანია „უნიმედი – სამცხეს“ სამედიცინო მენეჯერის…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11