weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

საზოგადოება

სოფელ ბაკურციხეში საჯარო სკოლის მიმდებარე შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 55 130 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 4226 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4091 ადამიანი, 53 კი გარდაიცვალა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება და სიცრუეა სააკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან…

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზის გაკეთების ვადა შემცირდა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, „ფაიზერის“ ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის…

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაასრულა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული 47 328 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 4509 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4042 ინფიცირებული, 59 კი გარდაიცვალა.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა, რომ მომავალ წელს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მოსახლეობის ასაცრელად საჭირო ვაქცინები ქვეყანას უკვე აქვს. 

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 25 855 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში 3234 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 63 კი გარდაიცვალა.

დღეს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქცია გაიმართება, სადაც ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ტექსტის შეტანას გააპროტესტებენ და სახელმძღვანელოს სასკოლო პროგრამიდან ამოღებას მოითხოვენ. აქცია „დროას“ მიერ არის ორგანიზებული. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]