საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს რკინიგზა განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის. ხელშეკრულება რკინიგზასა და კომპანია „გრატოს“ შორის დღეს ოფიციალურად გაფორმდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.
ბათუმში, შავი ზღვის პირას გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ცხედართან უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაციც ნახეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.
„აღდგომის ბრწყინვალე დღეები დამწუხრდა იმით, რომ კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი მოკლეს და ორი პატარა ბავშვი დარჩა ობლად. ესეთი რამ, რაც ბოლო წლებში ხდება, საქართველოს ისტორიაში ალბათ არასდროს მომხდარა - ქალების…
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანების გაქურდვისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით 1996 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ. ტ., 1998 წელს დაბადებული ა.…
რუსთაველის თეატრის მსახიობმა მურმან ჯინორიამ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ სორტაში, რომელიც მისი მშობლიური სოფელია, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია საკუთარი ხელით და სახსრებით ააშენა. ეკლესიის ასაშენებლად მსახიობს 7 წელი დაჭირდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.
გურჯაანში, აგრარულ ბაზართან, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე სამორინეს დაცვის თანამშრომლებმა სამი ახალგაზრდა, 28 წლის ვასო მაისურაძე, 34 წლის თემურ თათელიშვილი და 30 წლის სპარტაკ სალთხუციშვილი ცემეს. მძიმეა ვასო მაისურაძის ჯანმრთელობის…
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში 26 წლის ქალი მამამ სასტიკად ცემა. შემთხვევა ორი დღის წინ, გვიან ღამით მოხდა. დაშავებული ჯერ წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადით თბილისში გადაიყვანეს. ადგილობრივი კლინიკის…
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისში, გლდანის აგრარულ ბაზრებში შპს „მერკადოს“ და შპს „სუზალას“ ხორცის სარეალიზაციო პავილიონები შეამოწმეს. შემოწმებისას ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ,…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11