საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტები პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია „აიისა“-ს წინააღმდეგ აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით მოქმედებენ.
დაბა ხარაგაულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. შემთხვევა 16 აპრილს, გვიან ღამით, ახალი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც 17 წლის ბიჭები იმყოფებოდნენ, ხრამში…
საქართველოში რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტების ვიზიტი გრძელდება. ვითარების გაცნობის მიზნით მათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფიტოსანიტარული სისტემები დაათვალიერეს, დასავლეთ საქართველოში კი მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, კახეთის, მცხეთისა და აჭარის რეგიონებში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით ხუთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ხელისუფლებას სთხოვს, ყველა საერთაშორისო ფორმატში დააყენოს მოკლულის შინაგანი ორგანოების მათთვის გადმოცემის საკითხი. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, თამარ ავალიანის თქმით, იმის გამო, რომ არჩილ ტატუნაშვილს შინაგანი…
2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს)…
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებმა მძღოლებმა, რომლებსაც რამდენიმე თვეა მანქანები ხე-ტყის გადატანისთვის აქვთ ჩამორთმეული, თბილისში, მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს და მანქანების დაბრუნება მოითხოვეს.
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 19 წლის ანა ხელაძის გაუპატიურების მცდელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი იაკობ ბლუაშვილი და მისი ძმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, იაკობ ბლუაშვილს ბრალად ედება არასრულწლოვნების თანდასწრებით ცოლის ცემა, მისი ძმა კი რძლის ცემაშია…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11