საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დაბა სტეფანწმინდაში არანაკლებ 700 სატვირთო მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის მოსაწყობად და 20 წლის ვადით იჯარის უფლებით გადასაცემად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა. აუქციონი 16 მარტს დასრულდება.
„სამურაი კრაზანას“ საქართველოში შემოყვანაზე ჯერ საუბარიც არ არის, - ამის შესახებ შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გამხდარა, 5-დან 1 ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, 2018 წელს შემოწმებული 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 25 %-მა პირველ ჯერზე ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა, რის გამოც მძღოლებს დამატებით ერთთვიანი ვადა…
ღვინის კომპანია „ბადაგონმა“ თბილისში მდებარე სათავო ოფისი დროებით დახურა. „ბადაგონის“ დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას განცხადებით, 30-მდე თანამშრომელი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მდებარე ქარხნებში გადანაწილდება.
გორში საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის გარდაცვალების 65-ე წლისთავი აღნიშნეს. 20-მდე ადამიანი, „კომუნისტური პარტიის“ და საზოგადოება „სტალინელის“ წარმომადგენლები, სტალინის მუზეუმის ეზოში შეიკრიბნენ. სამგლოვიარო მიტინგის მონაწილეებმა გორის ცენტრალურ მოედანზე სტალინის ძეგლის დაბრუნება…
მესტიაში საპროტესტო აქცია გაიმართა სვანეთში ჰესების მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით. აქციის მონაწილეებმა ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, სახალხო დამცველის, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სახელზე. ადგილობრივები ითხოვენ,…
იორმუღანლოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თეა გურგენიძის შესაძლო გათავისუფლებას აპროტესტებენ. ბავშვები დღეს გაკვეთილებს არ დაესწრნენ და მშობლებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს.…
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია „მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11