საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბანგლადეშის ორი მოქალაქე საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის დროს, ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნიალას ველზე თოვლში გაიყინა და გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა.
ქალაქ ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე, 2018 წლის 1 აპრილს გაიმართება თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი. ფესტივალის მიზანი ზღვის პროდუქტების პოპულარიზაცია და არასაზღვაო სეზონზე ტურისტებისა და ვიზიტორების მოზიდვის ხელშეწყობა.
ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონის მკვეთრი ვარდნის გამო, დუშეთის მოსახლეობას სასმელი წყალი ორ დღეში ერთხელ მიეწოდება,საღამოს 18:00-დან 24:00 საათამდე. სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება ჟინვალის მოსახლეობასაც, ყოველდღე 18:00-დან 24:00 საათამდე.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, რუსეთის საპატრიარქოდან აცნობეს, რომ რუსეთის პატრიარქი კირილე უკვე ჩაერთო ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.
უკანასკნელი დღეების და საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოყვება და უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი…
თბილისში, სამგორის რაიონში, ხის საამქროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ანდრე ქუჯაიძის განცხადებით, მთლიანად დამწვარია საამქროს ის ნაწილი, სადაც…
მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეზოში, ახალგაზრდა მამაკაცი ყელის არეში დანით დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს…
ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრების ფუნქციონირება გაგრძელდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის დავალებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი ამ საკითხზე რეგიონებში აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს ესაუბრა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვანი ამხილეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 წლის ბ.შ. მაღაზიის მფლობელის ოჯახს იცნობდა. მათთან სტუმრობის დროს, მაღაზიის გასაღები სახლიდან მოიპარა, შემდეგ კი…
ქალაქ ქარელში 29 წლის მამაკაცმა მეზობელი ქალი ნაჯახით თავში დაჭრა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11